"დაგვთანხმდნენ, რომ არ ექნებათ ბირთვული იარაღი და ისინი არ გაამდიდრებენ ურანს. ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაში ვართ მოლაპარაკებებისთვის"
"ჩვენ გავანადგურეთ მათი ყველა ლიდერი - შემდეგ მათ ახალი ლიდერები აირჩიეს და ისინიც გავანადგურეთ. ახლა იქ ახალი ჯგუფია და იმავეს გაკეთება ძალიან მარტივად შეგვიძლია, მაგრამ ვნახოთ როგორ მოიქცევიან. ეს რეჟიმის ცვლილებაა - ეს რეჟიმის ცვლილებაა, რადგან ლიდერები ახლა სრულიად სხვა ადამიანები არიან, ვიდრე ისინი, ვისთანაც ეს ყველაფერი დავიწყეთ... მათ გუშინ მნიშვნელოვანი საჩუქარი გადმოგვცეს - ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ და ის ძალიან ძვირი ღირს.
ისინი დაგვთანხმდნენ, რომ არ ექნებათ ბირთვული იარაღი და ისინი არ გაამდიდრებენ ურანს. ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაში ვართ მოლაპარაკებებისთვის. არ მინდა ვთქვა, რომ ისინი დაუცველები არიან, რადგან სანამ ბოლო რაკეტას არ გაისვრიან, ეს ნიშნავს რომ მცირე ძალა აქვთ, მაგრამ ჩვენ ახლა საუკეთესო პოზიციაში ვართ მოლაპარაკებებისთვის" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში.