"არასდროს ისტორიაში ირანის მსგავსი თანამედროვე სამხედრო ძალა ასე სწრაფად არ გაუნადგურებიათ"
"ჩვენ ბომბებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს" - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.
თავდაცვის მდივნის თქმით, "არასდროს ისტორიაში ირანის მსგავსი თანამედროვე სამხედრო ძალა ასე სწრაფად არ გაუნადგურებიათ".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომში ამერიკამ გაიმარჯვა და ირანი სამხედრო თვალსაზრისით "მიწასთან არის გასწორებული".