"აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ომის დასრულებისთვის 15-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა" - ისრაელის მე-12 არხი
ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ომის დასრულებისთვის 15-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. არხი წერს, რომ გეგმა აერთიანებს იმ მოთხოვნებსა და წინაპირობებს, რომელიც ამერიკას სჭირდება ირანში სამხედრო მოქმედებების დასასრულებლად.
მეთორმეტე არხის ცნობით, რომ მოთხოვნებიდან ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ირანის ბირთვული შესაძლებლობების განადგურება, ურანის გამდიდრების აკრძალვა და უკვე გამდიდრებული ურანის მარაგის საერთაშორისო ატომური სააგენტოსთვის გადაცემაა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამერიკა ირანისგან მოითხოვს, გააუქმოს ნატანზის, ისპაჰანისა და ფორდოს ბირთვული ობიექტები. შეთანხმების ჩარჩო ასევე ითვალისწინებს ირანის მხრიდან რეგიონში პროქსი ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებისა და მხარდაჭერის შეწყვეტას. აშშ მოითხოვს ჰორმუზის სრუტის სრულიად გახსნას და ირანის სარაკეტო პროგრამების შეზღუდვას.
მედიის ცნობით, სანაცვლოდ ამერიკა შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს ირანში, ასევე ირანის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია გაუქმდება და ამერიკა ირანს დაეხმარება, რომ სამოქალაქო ბირთვული პროგრამა განავითაროს.