Axios-ის ინფორმაციით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები განაახლა
Axios-ის ინფორმაციით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები განაახლა. გამოცემის ცნობით, ირანის სამხედრო ძალებმა ღამით ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალ სავაჭრო გემებს ორი რაკეტა ესროლეს.
მედია, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ მიიღეს შეტყობინება ტანკერისგან, რომელიც ომანის მახლობლად, ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე სამხრეთით გადაადგილდებოდა, რომ უცნობი ჭურვი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა კი განაცხადა, რომ მეორე კომერციულ გემს ირანული რაკეტა მოხვდა.