საზოგადოება / 01-07-2026

აშშ-ში დაბადებულ ჩვილებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ - უზენაესმა სასამართლომ ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა.

აშშ-ში დაბადებულ ჩვილებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ - უზენაესმა სასამართლომ ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის ცვლილებას თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე მოაწერა ხელი, თუმცა აღმასრულებელი განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდა.