2026 წლის 5 თვეში საქართველოში 3 266 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა
2026 წლის 5 თვეში საქართველოში 3 266 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, ინფორმაციას BPN სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 2021-2025 წლებში ქვეყანაში ჯამში 43 923 რუსული ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. მათივე ცნობით, 2021 წელს 2025 წელთან შედარებით, 8.6-ჯერ გაიზარდა საქართველოში რუსული კომპანიების რეგისტრაციები.
ბოლო 5-წელში საქართველოში რეგისტრირებული რუსული ბიზნესების რაოდენობა:
• 2021 წელი - 875 ბიზნეს სუბიექტი
• 2022 წელი - 15 021 ბიზნეს სუბიექტი
• 2023 წელი 12 449 ბიზნეს სუბიექტი
• 2024 წელი - 7 997 ბიზნეს სუბიექტი
• 2025 წელი - 7 581 ბიზნეს სუბიექტი