დღემდე უცნობი ნამუშევრები ფიროსმანის მუზეუმში დღემდე უცნობი ნამუშევრები ფიროსმანის მუზეუმში />


  15:22:20     21-10-2011

დღემდე უცნობი ნამუშევრები ფიროსმანის მუზეუმში

a11516.jpg

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით და ორგანიზებით ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებულ სახლ-მუზეუმში ახალი საექსპოზიციო სივრცე გაიხსნება და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალები გამოიფინა.

ფიროსმანის თაყვანისმცემლები წელიწადში ყოველწლიურად შემოდგომაზე იმ გარემოში იკრიბებიან, სადაც დაიბადა და გაიზარდა XX საუკუნის ლეგენდარული ქართველი მხატვარი.

ფიროსმანობა ყოველწლიურად საზეიმო ვითარებაში აღინიშნება, თუმცა წელს ტრადიციული ღონისძიებების გარდა, მირზაანში ჩასულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ფიროსმანის გარემოსთან ერთად, მხატვრის პირად საქმეს გაეცნოს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციტივით განახლებული მუზუემის ახალ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ფიროსმანის პირადი საქმე, რომელიც 1890-1894 წლებს მოიცავს და ასახავს ამიერკავკასიის სახაზინო რკინიგზის სამსახურში ფიროსმანის მუშაობის პერიდოს. სწორედ ამ მასალებით არის ცნობილი მხატვრის ცხოვრების ის მონაკვეთი, როდესაც ნიკო ფიროსმანაშვილი სადგურ ელისავეტპოლში (განჯა) დამუხრუჭების კონდუქტორად იმყოფებოდა.
ფიროსმანის პირადი საქმის საგამოფენო ფოტოასლებს, რომლებიც ორიგინალის ზომებშია წარმოდგენილი, ახლავს თარგმანი ქართულ ენაზე. ექსპოზიციაზე, ასევე, გამოფენილია XIX საუკუნის ამიერკავკასიის რკინიგზის ამსახველი ფოტომასალა.

GHN

0

ავტორი: