10:47:26     21-10-2011
სალათა ბელორუსულად
მასალა:
თეთრი სოკო - 40 გ (გამხმარი)
ძროხის ღვიძლი - 200 გ
კიტრის მწნილი - 2 ცალი
ხახვი - 3 თავი
კვერცხი - 2 ცალი
მაიონეზი - 0,75 ჭიქა
მცენარეული ზეთი - 3 ს/კ
მწვანილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
სოკო 3‐4 ჯერ გავრეცხოთ წყალში. შემდეგ ჩავალბოთ ცივ წყალში 2‐3 საათის განმავლობაში. ისევ გავრეცხოთ, რომ მოცილდეს ქვიშა და მოვხარშოთ იმავე წყალში, რომელშიც იყო ჩალბობილი ( ეს წყალი წინასწარ გავწუროთ 2 ფენა მარლაში). ცალკე მოვხარშოთ ძროხის ღვიძლი, გავაციოთ და წვრილად დავჭრათ. დავუმატოთ ცხიმში შემწვარი ხახვი, კიტრის ნაჭრები, მაიონეზის მითითებული ნორმის ნახევარი, პილპილი, შევურიოთ ყველაფერი მოხარშულ სოკოს და მოვაყაროთ მარილი. მაგიდასთან მიტანის წინ მოვასხათ დარჩენილი მაიონეზი.
0