21 წლის ახალგაზრდა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს 21 წლის ახალგაზრდა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს />


  17:32:53     19-10-2011

21 წლის ახალგაზრდა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს

a11450.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი ლობჟანიძის სასამართლო საქმის განხილვა მიმდინარეობს. ის თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს.

ნასვამ ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც 1990 წელს დაბადებული მირიან ცუცქირიძის მკვლელობით დასრულდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებულმა ირაკლი ლობჟანიძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ–მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მირიან ცუცქირიძეს. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ცუცქირიძე ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ლობჟანიძე განმარტავს, რომ მირიან ცუცქირიძეს ცოლ–შვილი უკრაინიდან ახალი ჩამოყვანილი ჰყავდა. ისინი ეზოში ლუდს სვამდნენ. მირიანის მეუღლემ ქართული არ იცოდა, ამიტომ ლობჟანიძემ მას თავის დებთან მეგობრობა შესთავაზა. უთხრა, კომპლექსი მოეხსნა და შინაურულად ეგრძნო თავი. რაც ბრალდებულის განმარტებით, ცუცქირიძემ არასწორად გაიგო და დაარტყა. საპასუხოდ, ლობჟანიძემ სახლიდან დანა გამოიტანა და მას გულ–მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

ლობჟანიძის დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის 108–ე მუხლით არის დაკვალიფიცირებული და 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0

ავტორი: