ფიროსმანის ,,კახური ღვინოს’’ რუსეთში გატანის მცდელობაში ბრალდებული პირები გაასამართლეს ფიროსმანის ,,კახური ღვინოს’’ რუსეთში გატანის მცდელობაში ბრალდებული პირები გაასამართლეს />


  14:20:04     19-10-2011

ფიროსმანის ,,კახური ღვინოს’’ რუსეთში გატანის მცდელობაში ბრალდებული პირები გაასამართლეს

a11447.jpg

მიმდინარე წლის აპრილში, სამართალდამცავებმა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ნიკო ფიროსმანის მიერ აბრაზე შესრულებული ნახატი – ,,კახური ღვინო’’ საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანას გადაარჩინეს. მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან აზერბაიჯანის გავლით, რუსეთში უნდა გადაეტანათ და ერთ–ერთი კოლექციონერისთვის 500 000 დოლარად მიეყიდათ. არსებობდა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ა­ლური საფ­რ­თხეც.

სამართალდამცავებმა გა­ი­ოზ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, გე­ლა სა­ნი­კი­ძე, ალექ­სან­დ­რე ფურ­ცხ­ვა­ნი­ძე, და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ და­თუ­კიშ­ვი­ლი სწო­რედ მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­ცა ნა­ხა­ტის აზერ­ბა­ი­ჯან­ში არა­ლე­გა­ლუ­რად გა­და­ტა­ნის ყვე­ლა პი­რო­ბა უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი იყო. ,,კახური ღვინო’’ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს გა­დაეცა.

 დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვა დაასრულა. გელა სანიკიძეს, გაიოზ ჯავახიშვილს, დავით ზირაქაშვილს,ზურაბ დათუკიშვილსა და ალექსანდრე ფურცხვანიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18, 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ედებოდათ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკო ფიროსმანის აბრაზე შესრულებული ნახატის, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე  წესის დარღვევით გადატანის მომზადების ფაქტზე.

საქმის მასალების მიხედვით: ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორი გაიოზ ჯავახიშვილი 2010 წლის ზაფხულიდან გეგმავდა, მის მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკო ფიროსმანაშვილის აბრაზე შესრულებული ნახატის - ,,კახური ღვინო”-ს 500 000 აშშ დოლარად გაყიდვას და ამ გზით გამდიდრებას. მიუხედავად იმისა, რომ სურათის საზღვარგარეთ ლეგალურად გატანის უფლება არ ჰქონდა,  იგი დაუკავშირდა შპს ,,იურიდიული მომსახურების საერთაშორისო ცენტრი”-ს  ხელმძღვანელ გელა სანიკიძეს და ალექსანდრე ფურცხვანიძეს, ხოლო მათი მეშვეობით, დამატებითი თანხის სანაცვლოდ, სურათის შეძენა და არალეგალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადატანა  შეთავაზეს მამუკა შ–ს. შეთანხმებისამებრ, ფიროსმანის ნახატის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადატანა, უნდა უზრუნველეყოთ ადვოკატ დავით ზირაქაშვილსა და ზურაბ დათუკიშვილს, აღნიშნული პირები ასევე შეთანხმდენ ანგარიშსწორების პირობებზე.   მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნახატის აზერბაიჯანში გადატანის პირობები რეალურად შექმნილი იყო, 2011 წლის 31 მარტს, სამართალდამცავი ორგანოების  მიერ მოხდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა დაკავება, ასევე, აღკვეთილი იქნა სურათის არალეგალურად გადატანა.’’

 ღია სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთნ აქტიურად ითანამშრომლეს. რის საფუძველზეც მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საპროცესო შეთნხმების საფუძველზე, ფურცხვანიძეს, ჯავახიშვილსა და ზირაქიშვილს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც ჩეთვალათ პირობითად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. გაიოზ ჯავახიშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ფიროსმანის აბრაზე შერულებული ნახატი – ,,კახური ღვინო’’. სანიკიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 წელსა და ერთ თვეს მოიხდის. ხოლო დათუკაშვილი, რომელსაც 6 წლით თვისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ერთ წელს გაატარებს და 5 წელი პირობითად ჩაეთვლება.

0

ავტორი: