13:12:50     19-10-2011
ივანე ჯაფარიძის წიგნის „მყინვარწვერიდან ევერესტამდე“ პრეზენტაცია
პარასკევს, 21 ოქტომბერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა.
ივანე ჯაფარიძის წიგნის "მყინვარწვერიდან ევერესტამდე" (ქართული ალპინიზმის ისტორია) წარდგინება და უნიკალური აუდიო-ვიდეო მასალების ჩვენება
დასაწყისი: 17:00 საათი (20:00 საათამდე გაგრძელდება)
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს. მეტი სიზუსტისთვის: ლინკი ბიბლიოთეკის განლაგების გენგეგმით - http://www.sciencelib.ge/node/64)
დასწრება თავისუფალია
0