11:33:13     19-10-2011
ბათუმში ჯონ სტაინბეკის გადაღებული ფოტოები გამოიფინება
დღეს, 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ამერიკელი მწერლის ჯონ სტაინბეკის მოგზაურობის დროს რობერტ კაპას მიერ 1947 წელს თბილისსა და ბათუმში გადაღებული ფოტოები.
ცნობისთვის, გამოფენას გახსნიან აშშ-ის სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან შილინგლოუ და ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ამერიკის საელჩო საქართველოში; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
GHN
0