ხორცი სომხურ ლავაშში ხორცი სომხურ ლავაშში />


  11:20:53     19-10-2011

ხორცი სომხურ ლავაშში

a11424.jpg

მასალა:

 

ძროხის ხორცი  - 300 გრ

ბატკნის ხორცი  - 300 გრ

სტაფილო  - 200 გრ

შავი წიწაკა  - 1/2 ს/კ

კარტოფილი  - 300 გრ

ლავაში  - 8 ცალი

ღორის ხორცი  - 300 გრ

ხახვი  - 1 ცალი

მარილი  - გემოვნებით

ზეთი  - 40 მლ

ბადრიჯანი  - 300 გრ

მომზადება

 

ყველა ჩამოთვლილი ხორცის სახეობა დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევბრაწოთ. მთავარია არ გამოვაშროთ ხორცი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი და ცოტა ჩავშუშოთ. გავასუფთავოთ ბადრიჯანი, წვრილად დავჭრათ და დავამატოთ ხორცში. მოვშუშოთ სანამ არ იქნება მზად. დავაყაროთ მარილი და წიწაკა, შეიძლება დავამატოთ ნებიესმიერი სუნელი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. ლავაში დავჭრათ ლენტებად,რომლის საშუალებითაც უნდა შევკრათ დანარჩენი ლავაშები. გაშლილ ლავაშში ჩავდოთ მომზადებული გულსართი. შევახვიოთ და შევკრათ. შევდგათ ღუმელში 160 გრადუსზე 20-30 წუთით. გამოცხობის გარეშეც კერძი მზად არის, მაგრამ როცა ლავაში ხრაშუნაა უფრო გემრიელია.

 

„გურმანი“

0

ავტორი: