ატმის ჟელე ატმის ჟელე />


  11:20:17     19-10-2011

ატმის ჟელე

a11423.jpg

მასალა:

 

ატამი  - 6 ცალი

ვაშლის წვენი  - 500 მლ

დარიჩინი  - 2 ცალი

ჟელატინი  - 20 გრ

შაქარი  - 150 გრ

ვანილის ჯოხები  - 1 ცალი

ჯანჯაფილი  - 2 ცალი

მომზადება

 

ამ უგემრიელესი ატმის დესერტის მირთმევა შეიძლება ათქვეფილი ნაღებით.

ატმები გავრეცხოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და ჩავაწყოთ ქვაბში. დავამატოთ შაქარი, ვაშლის წვენი,დავდგათ ცეცხლზე და გავაჩეროთ ადუღებამდე. ატმები დავჭყლიტოთ ან დავაბლენდეროთ. ატმის მასაში დავამატოთ გაფცქვნილი ჯანჯაფილი,დარიჩინი და ვანილი. ამის შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და გავაჩეროთ 2 წუთი. ამასობაში გავხსნათ ჟელატინი ცივ ვაშლის წვენში, გავაჩეროთ 10-15 წუთი, ისე რომ გაფუვდეს. ამის შემდეგ ჟელატინი ჩავასხათ ცხელ ატმის მასაში და კარგად ავურიოთ. ჟელე ჩავასხათ ჭიქებში და გავაციოთ 2 საათის განმავლობაში. უნდა კარგად გამაგრდეს.

 

„გურმანი“

0

ავტორი: