ისტორია იცვლება - ვან გოგს თავი არ მოუკლავს ისტორია იცვლება - ვან გოგს თავი არ მოუკლავს />


  16:40:36     17-10-2011

ისტორია იცვლება - ვან გოგს თავი არ მოუკლავს

a11366.jpg

ცნობილ ჰოლანდიელი მხატვარს, ვინსენტ ვან გოგს, როგორც ამ დრომდე იყო მიჩნეული, სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია - იგი უბედურ შემთხვევას შეეწირა.

ვან გოგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მასშტაბურ კვლევებს აწარმოებდნენ მეცნიერები სტივენ ნეიფეი და გრეგორ ვაით სმიტი. ისინი აქამდე უცნობ დოკუმენტებსა და თვითმხილველების ჩვენებებს სწავლობდნენ.

მკვლევარები 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ წიგნზე, სახელწოდებით „ვან გოგის ცხოვრება“. მათ 20 თარჯიმანი და მეცნიერი ეხმარებოდათ - იუწყება  BBC.

სიკვდილის წინ მხატვარი საფრანგეთის ქალაქ Auvers-sur-Oise-ში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. ვან გოგი ხშირად დადიოდა ახლოს მდებარე ხორბლის ყანაში დასახატად. მიჩნეული იყო, რომ 1890 წლის 29 ივლისს, ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს, მხატვარმა საკუთარ თავს ჭრილობა მიაყენა, გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. სასტუმროში დაბრუნებული კი მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

თუმცა, როგორც სტივენ ნეიფეი იწმუნება „- სავსებით ნათელია, რომ ხორბლის ყანაში მისი გასეირნების მიზანი თვითმკვლელობა არ იყო“.

„-ადამიანები, რომლებიც ვან გოგს ახლოს იცნობდნენ, თვლიდნენ, რომ მას ადგილობრივმა მოზარდება ესროლეს, ვინსენტმა კი მათი დაცვა გადაწყვიტა და საკუთარ თავზე აიღო მომხდარი“- აცხადებს მკვლევარი.

მხატვრის ახალი ბიოგრაფიის ავტორის სიტყვებით, 1930 წელს ხელოვნების ცნობილი ისტორიკოსი ჯონ რენვალდიც ანალოგიურ ვერსიაზე წერდა. იგი Auvers-sur-Oise-ს ესტუმრა და ისეთი მტკიცებულებები მოიპოვა, რომლებიც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავდნენ.

ნეიფეის აზრით, საბედისწერო გასროლა 16 წლის რენე სეკრეტანს ეკუთვნის, რომელიც ვან გოგთან მეგობრობდა და ერთად დროს ხშირად ატარებდნენ. „- რთული წარმოსადგენია, რომ ბიჭმა მას განზრახ ესროლა, ეს იყო შემთხვევითი გასროლა, რომლის ტყვიაც მხატვირსათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ვან გოგმა თავისი პატარა მეგობარი უსიამოვნებას აარიდა, ამიტომ არ დააყენა პოლიცია მის კვალზე.“

წიგნის ავტორები ასევე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მხატვარს დეპრესია კი არა ეპილეფსია ჰქონდა.

0

ავტორი: