ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია />


  11:03:46     17-10-2011

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია

a11344.jpg

დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია 1993 წლის 28 მაისს დაარსდა. საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში სწავლის ვადა 4 წლით განისაზღვრა. სასწავლებელში ტაქტიკური, საარტილერიო, სპეციალური, ფიზიკური და სამთო, ჯავშანსატანკო მომზადების, შეიარაღებისა და სროლის, ისტორიის, ფილოსოფიისა და ეკონომიკური მეცნიერების, ფილოლოგიის, ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის კათედრები ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, აკადემიაში სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი დაარსდა, სადაც სწავლების ვადა 5 წლით განისაზღვრა. აკადემიამ ქართველ ოფიცერთა პირველი ნაკადი 1997 წელს გამოუშვა. ამავე წლიდან თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სამხედრო-საავიაციო ფაკულტეტი დაემატა.

2000 წელს, აკადემიის ფილოლოგიის კათედრის ბაზაზე ენების სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა (ამჟამად "ერთიანი ენობრივი მომზადების სამმართველო"). სამმართველოში სწავლება ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს.

გაერთიანებულ სამხედრო აკადემიას 2001 წლის 10 სექტემბერს "თავდაცვის ეროვნული აკადემია ეწოდა", ხოლო 2003 წლის 20 თებერვალში კი "დავით აღმაშენებლის" სახელი მიენიჭა.

ამჟამად, აკადემიაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერთა მომზადების კურსებზე, ასევე ერთიანი ენობრივი მომზადების სამმართველოში.

Mod.gov.ge

0

ავტორი: