პრადოს ხელოვნების გალერეა პრადოს ხელოვნების გალერეა />


  11:41:13     15-10-2011

პრადოს ხელოვნების გალერეა

a11311.jpg

პრადო განთქმული მუზეუმი და ხელოვნების გალერეაა მადრიდში. მასში მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული.

დაფუძნდა როგორც ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა მუზეუმი, თუმცა მუზეუმს ასევე 5.000-მდე მონახაზების, 2.000-მდე ანაბეჭდებისა, 1.000-მდე მედლისა და მონეტის მნიშვნელოვანი კოლექცია გააჩნია. სკულპტურები წარმოდგენელია დაახლოებით 700-ზე მეტი ნიმუშით და რამდენიმე ფრაგმენტით. შესანიშნავი ფერწერული გალერეა, რომელიც 8.600 ნახატისაგან შედგება, მუზეუმს მსოფლიო კლასის სტატუსს ანიჭებს. პრადოს დიეგო ველასკესის და ფრანსისკო გოიას ნამუშევრებისა და ასევე ჰიერონიმუს ბოსხის (მეფე ფილიპ II-ის პირადი ფავორიტი) საუკეთესო კოლექცია აქვს ესპანეთში. მუზეუმს ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, ბართოლომეო ესტებან მურილიოს შედევრების ბრწყინვალე კოლექცია აქვს. აქვეა, ასევე, მელოცო და ფორლის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ალბრეხტ დიურერის, რემბრანდტის, ვერონეზეს საუკეთესო ექსპონატები.

მუზეუმის კოლექციაში ყველაზე განთქმული ექსპონატია ველასკესის „ლას მენინიას“. ველასკესმა თავად დაუთმო საკუთარი საუკეთესო ნამუშევრების დიდი ნაწილი მუზეუმს და ასევე მისი დამსახურებაა მუზეუმში იტალიური ხელოვნების ნიმუშების მოზიდვა.

0

ავტორი: