10:31:28     14-10-2011
Gepard - 35 მმ-იანი თვითმავალი საზენიტო ქვემეხი
35 მმ-იან თვითმავალ საზენიტო ქვემეხ „გეპარდზე“ მუშაობა გერმანიაში 1960 წელს დაიწყო. მისი პირველი პროტოტიპი მშენებლობა 1968 წელს დასრულდა. გერმანიის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის“ შეიარაღებაში საზენიტო ქვემეხი 1973 წელს მიიღეს. საერთო ჯამში გერმანიის არმიისთვის ამ ტიპის 420 ერთეული თვითმავალი საზენიტო დანადგარი შეიქმნა. საზენტო სისტემის დანიშნულებას სამხედრო ტექნიკისა და ქეითების საჰაერო თავდასხმებისაგან დაცვა წარმოადგენს. ამჟამად „გეპარდი“ გერმანიის არმიის გარდა ჩილეს, რუმინეთისა და ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში იმყოფება.
საზენიტო დანადგარი ორი 35 მმ-იანი ქვემეხითაა შეიარაღებული. თითოეული ქვემეხის მაქსიმალური სწრაფსროლა 550 გასოლაა წუთში. „გეპარდის“ საბრძოლო კომპლექტი 680 ჭურვისაგან შედგება, მათგან 640 ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი ჭურვია და საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლისთვის არის განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი 40 ჯავშანგამტანი ჭურვი სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენება. ჭურვების საწყისი სიჩქარე 1440 მ/წმ-ია, ხოლო ეფექტური ცეცხლის მანძილი 5500 მეტრს აჭარბებს.
საზენიტო ქვემეხის ძირითადი რადარი კოშკურის უკანა მხარესაა განლაგებული, ხოლო დამხმარე რადარი კოშკურის წინა მხარეს, ქვემეხებს შორის მდებარეობს. „გეპარდზე“ დამონტაჟებულია „ჩემი-სხვისი“ იდენტიფიცირების სისტემა. „გეპარდის“ რადარის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 15 კილომეტრია.
საზენიტო ქვემეხის კორპუსის დაჯავშანა მცირეკალიბრიანი ქვემეხების ჭურვებისაგან დაცვაზეა გათვლილი, ხოლო კოშკურის ჯავშანი მხოლოდ მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისაგან და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზუნველყოფს.
საზენიტო დანადგარის ეკიპაჟი 3 კაცისაგან, მეთაურის, მსროლელისა და მძღოლისაგან შედგება.
„გეპარდი“ ლეოპარდ 1-ის ტიპის გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკის შასიზეა დაფუძნებული. მასზე დამონტაჟებულია დამხმარე ძალური აგრეგატი, რომელიც საბორტე ელექტრონული სისტემების გამათულ მუშაობას ძირითადი ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში უზრუნველყოფს. თვითმავალი საზენიტო ქვემეხის ძრავისა და ტრანსმისიის შეცვლა საველე პირობებშიც კი 20 წუთშია შესაძლებელი.
მახასიათებლები:
შეიარაღებაში მიიღეს - 1973 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
წონა - 47.3 ტ
სიგრძე (ქვემეხით) - 7.68 მ
სიგანე - 3.71 მ
სიმაღლე - 3.29 მ
ქვემეხები - 2 ხ 35 მმ-იანი
ჭურვის წონა - 0.55 კგ
ეფექტური ცეცხლის სიშორე - 5500 მეტრი
სროლის მაქსიმალური სიშორე - 12 კმ
მაქსიმალური სწრაფსროლა - 1 100 გასრ./წთ
ჭურვები - 680
ძრავა - MთU MB 838 M500 დიზელის
ძრავის სიმძლავრე - 830 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 65 კმ/სთ
სვლის მარაგი - 600 კმ
დახრილობა - 60%
ვერტიკალური წინაღობა - 1.15 მ
თხრილი - 3 მ
Army.ge
0