10:20:43     14-10-2011
მაღალი გემოვნების ნეოკლასიციზმი
ნეოკლასიციზმი, ხელოვნების მიმდინარეობაა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. 1920 წლიდან ეს სახელწოდება მუსიკაშიც იხმარება, რომანტიკული და მოდერნისტული მიმდინარეობების საპირისპიროდ.
ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია.
ნეოკლასიციზმი ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი „მაღალ გემოვნებაში“ მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.
ნეოკლასიციზმი არქიტექტურაში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისს ემთხვევა. იგი იყენებს ბერძნულ-რომაულ ელემენტებს (კოლონები, ფრონტონი, ჰარმონიული პროპორციები) და პოლიტიკის სამსახურში დგება.
ნეოკლასიკური არქიტექტურა რამდენიმე მიმართულებად იყოფა:
პალადიანიზმის ფაზა, ყველაზე ძველი, რომელიც განვითარდა დიდი ბრიტანეთის სოფლებში ინიგო ჯონსისა და კრისტოფერ ვრენის გავლენით. იგი უფრო განცალკევებულ, სოფლის ნაგებობებს ეხება. Creek Revival (ნეო-ბერძნული სტილი) გამოყენებულია ნაკლები სიმაღლის მქონე შენობებზე და ნიმუშად იყენებს ბერძნულ ტაძარს. ფრანგული რევოლუციის, იმპერიული სტილი, რომელიც მოდაში შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში, არის რომანული მემკვიდრეობისა და ანტიკური ეგვიპტის ელემენტების შერწყმა.
0