ტრადიციული იაპონური თეატრი ტრადიციული იაპონური თეატრი />


  12:57:22     11-10-2011

ტრადიციული იაპონური თეატრი

a11159.png

იაპონურად ნოო სიტყვასიტყვით ნიშნავს ოსტატობას . ის ტრადიციული თეატრის ერთ-ერთი ჟანრია. თავდაპირველად, იაპონური ხალხური თეატრის სახეობა იყო, შემდგომ კი პროფესიული თეატრი გახდა. XIV-XV საუკუნეებში გადაიქცა ფეოდალური და სამხედრო არისტოკრატიის თეატრად.

ნოოს სპექტაკლი შეიცავს მუსიკას, ცეკვას, დრამას. მოქმედება სრულდება ფლეიტისა და სხვადასხვა ფორმის დოლისაგან შემდგარი ორკესტრისა და მამაკაცთა გუნდის თანხლებით (გუნდი აქტიურად ებმება მოქმედებაში). სპექტაკლები იმართება სამი მხრიდან ღია კვადრატულ მოედანზე, რომლის სახურავი 4 სვეტს ეყრდობა, სპექტაკლი მიმდინარეობს ფარდისა და დეკორაციის გარეშე, ერთადერთ უკანა უცვლელი დეკორაციის ფონზე, რომელზედაც გამოსახულია მწვანე ფიჭვი ოქროსფერ მინდორზე. გუნდი და ორკესტრი სცენაზეა განლაგებული.

ნოოს პიესებს საფუძვლად უდევს იაპონური კლასიკური ლიტერატურიდან, ისტორიული ქრონიკებიდან და ბუდისტური ლეგენდებიდან აღებული სიუჟეტები. მათში ბევრია მონოლოგი, მოგონება. მოქმედება მდორედ ვითარდება, კონფლიქტი თითქმის არ არის. პირი ყოველთვის ორია — სიტე (სინამდვილე) და ვაკი (პარტნიორი). სიტე და მისი თანმხლებნი ნიღბებში გამოდიან, ვაკი — უნიღბოდ. ყველა როლს მამაკაცები ასრულებენ.

წარმოდგენა შედგება ხუთი სხვადასხვა ხასიათის პიესისაგან, რომელთა შორის ძირითადი, პიესის ელეგანტურობისა და სინატიფის გამოსაკვეთად, ინტერმედიის სახით, ჩართულია პატარ-პატარა ხალხური, ტლანქი კომედიები. გრიმი, მიმიკა ნოოს თეატრში არ არის. მსახიობებს გაქვავებული სახე აქვთ, კონკრეტულობას მოკლებული კოსტიუმები ლამაზ კოლორიტს ქმნის.

თეატრის ფუძემდებლებია კანიამები - კანძე კიიოცუგუ (XVI საუკუნის შუა წლები) და მისი შვილი ძეამო კანძე მოტოკიიო (XIV-XV სს. ისინი იყვნენ არა მარტო მსახიობები, არამედ ცეკვების, პიესებისა და მუსიკის ავტორებიც. სპექტაკლები იმართებოდა მაყურებელთა ვიწრო წრისათვის. თეატრი არსებობს ამ ჟანრის მოყვარულთა გაერთიანების ხარჯზე.

0

ავტორი: