11:15:40     10-10-2011
All Nightmare Long – „მეტალიკას“ პოპულარული სინგლი
All Nightmare Long ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ “მეტალიკის” მეხუთე სინგლი და მეხუთე სიმღერაა მათივე 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Death Magneric. სინგლი გამოვიდა 2008 წლის 15 სექტემბერს. სიმღერა გამოყენებული იქნა wwe -ს მიერ თემად, ღონისძიებაზე. სიმღერას ჯგუფი Drop-D ტიუნინგით უკრავს.
მუსიკალური ვიდეოს პრემიერა, რომლის რეჟისორიცაა რობერტ შობერი, შედგა 2008 წლის 7 დეკემბერს „მეტალიკას“ ოფიციალურ საიტსა და Yahoo Video - ზე. ვიდეოში, რომელშიც ჯგუფის წევრები არ ჩანან, ასახულია 1908 წლის ისტორიული მოვლენის - ტუნგუსკის მეტეორიტის ჩამოვარდნის ალტერნატიული ისტორია, ფსევდოდოკუმენტურ სტილში. იგი ასახავს ამ ფაქტის შემდგომ განვითარებულ შეთხზულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა კავშირის მეცნიერები აღმოაჩენენ სპორებს არამიწიერი არსებისა, რომელიც წააგავდა პატარა, უვნებელ ბრონირებულ ჭიას.
სინგლი ხელმისაწვდომია სამ სხვადასხვა გამოცემაში. პირველი გამოცემა გამოვიდა ციფრული პაკეტის სახით და მოიცავდა სიმღერის ალბომისეულ ვერსიას სიმღერებს wherever I May Roam და Master of Puppets, ცოცხალი ვერსიების თანხლებით, რომლებიც ჩაწერილია 2008 წლის სექტემბერს ბერლინში. მეორე გამოცემა, ბერლინის კონცერტზეა ჩაწერილი. მესამე ვერსია მოიცავს სიმღერას DVD-ზე, ათ წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ასახავს ჯგუფის მიერ გატარებულ დღეებს ბერლინში, ოც წუთიან ცოცხალ ჩანაწერს იმ ღამის ალბომის გამოშვებისადმი მიძღვნილი წვეულებიდან და თხუთმეტწუთიან ჩანაწერს Rock Im Park ტიუნინგის ოთახიდან.
0