10:07:22     10-10-2011
ჩაკჩუკა (არაბული კერძი)
მასალა:
4 ცალი კვერცხი
2 თავი ხახვი
2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ან კარაქი
500 გრამი პამიდორი
2 ცალი ტკბილი წიწაკა
½ ჩაის კოვზი მარილი
პილპილი
დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, პიტნა, კამა, სალბი)
მცენარეული ზეთი ან კარაქი გავაცხელოთ და მოვხრაკოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. დავამატოთ მარილი და პილპილი და ვშუშოთ 20-30 წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ ერბოკვერცხი და მოვათავსოთ ის მზა კერძზე. ზემოდან მოვაყაროთ ნორჩი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე.
0