15:31:14     08-10-2011
მანჰაიმის სკოლა (მუსიკის ისტორიიდან)
მანჰაიმის სკოლა მოიცავს მანჰაიმის კარის ორკესტრის მიერ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებულ საორკესტრო ტექნიკასა და ასევე, თავად კომპოზიტორთა ჯგუფს, რომლებიც ასეთ მუსიკას სწერდნენ მანჰაიმისა თუ სხვა ორკესტრებისთვის.
1720 წელს, მანჰაიმში გადმოსვლისას, ორკესტრს უკვე გაცილებით დიდი გუნდი ჰყავდა, ვიდრე რომელიმე მეზობელ ქვეყანას. ორკესტრი ამ პერიოდიდან კიდევ უფრო იზრდება და მის რიგებში საუკეთესო ვირტუოზები არიან. 1741 წელს, მას ერთდება იოჰან შტამიტცი, რომელიც მანჰაიმის სკოლის დამფუძნებლად ითვლება, 1750 წელს კი, იგი ამ ორკესტრის დირექტორი ხდება.
მანჰაიმის რევოლუციურ ტექნიკათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სასულე ინსტრუმენტებისადმი უფრო დამოუკიდებელი მიდგომა და მისი განთქმული მთელი ორკესტრის კრეშენდო, რაც მკვეთრ კონსტრასტში იყო ბაროკოს მუსიკის დინამიკასთან, რომელიც ერთბაშად მხოლოდ ფორტედან პიანოზე და პირიქით გადასვლის უფლებას იძლეოდა.
მანჰაიმის სკოლის წევრები იყვნენ: იოჰან შტამიტცი, ფრანც ხავერ რიხტერი, კარლ შტამიტცი და კრისტიან კანაბიხი. მათმა მოღვაწეობამ პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა იმდროინდელ უმთავრეს სიმფონისტებზე, მათ შორის, იოზეფ ჰაიდნსა და ლეოპოლდ ჰოფმანზე. კანაბიხი, რომელიც ორკესტრის დირექტორი გახდა შტამიტცის გარდაცვალების შემდეგ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კარგი მეგობარი იყო, ამ უკანასკნელის 1777 წელს მანჰაიმის მონახულების შემდეგ.
0