ვენის სკოლა (მუსიკის ისტორიიდან) ვენის სკოლა (მუსიკის ისტორიიდან) />


  15:30:32     08-10-2011

ვენის სკოლა (მუსიკის ისტორიიდან)

a11081.jpg

XVIII საუკუნის მანძილზე, ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა ინსტრუმენტულ მუსიკაში ახალი ჟანრებისა და ფორმების ჩამოყალიბის პროცესი. ამ პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო და მწვერვალს მიაღწია სწორედ „ვენის კლასიკურ სკოლაში“ სამი ზემოთხსენებული მუსიკოსის შემოქმედებაში.

ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორებმა გააერთიანეს მრავალი მანამდელი ჟანრი, ფოლკლორული მუსიკიდან მოყოლებული ბაროკოს პოლიფონიამდე; გაერთიანდა მრავალი გერმანული, იტალიური და ფრანგული მუსიკალური სტილი და მიმდინარეობა; იხვეწება მრავალი ჟანრი. ყალიბდება სონატური-სიმფონიური ფორმა - სამ-ოთხ ნაწილიანი ფორმა, რომელიც თითქმის ყველა ხელოვნების დარგში გამოიყენება.

ვენა, ამ დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი იყო ევროპის სხვა დიდ ქალაქებთან - პარიზთან და ლონდონთან ერთად. გადამწყვეტი როლი ვენის კლასიკური სკოლის შექმნაში ითამაშა მოცარტის გადასვლამ ვენაში. იქ, ჰაიდნთან ერთად, მოღვაწეობის დროს ყალიბდება და იხვეწება სიმებიანი კვარტეტი და პუბლიკაზე ყველაზე გავლენიანი ფორმა - სიმფონია.

0

ავტორი: