მუსიკალური ბენდი, იმპროვიზაციის უნარით მუსიკალური ბენდი, იმპროვიზაციის უნარით />


  15:29:16     08-10-2011

მუსიკალური ბენდი, იმპროვიზაციის უნარით

a11080.jpg

Air — ფრანგული მუსიკალური ბენდია, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს და მისი წევრები არიან ნიკოლა გოდენი და ჟან-ბენუა დუნკელი. მათ პირველ ალბომს „ნადირობა მთვარეზე“ კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს, რასაც მოჰყვა „პირველი სიმპტომები“, „ქალწულთა თვითმკვლელობები“ და სხვა.

მათ მუსიკაში აშკარად იგრძნობა ფსიქოდელიური როკის გავლენა, რომლის პიონერი „პინკ ფლოიდი“ იყო. (თუმცა მათ პროდუქციაში შიგადაშიგ შესამჩნევია საცეკვაო მუსიკის სტილიც). ეარის მუსიკაში ჯაზის გავლენაც ძლიერია. მათი იმპროვიზაციის ძლიერი უნარი აშკარა ხდება არენაზე ცოცხალი შესრულებისას.

„ეარ“ თავის სტუდიურ ინსტრუმენტებს (მუგის სინთეზატორი, კორგ მს20, ვურტლიტცერი და ვოკოდერი) სცენაზე ცოცხალი შესრულების დროსაც იყენებს. ცნობილ კომპოზიციებს საკუთარი ალბომებიდან ისინი ცოცხლად, იმპროვიზაციების სახით, ან შეცვლილი ვერსიებით ასრულებენ. მათი მუსიკა ხშირად გამოიყენება სარეკლამო რგოლებში.

0

ავტორი: