ნატახტარის აქცია ლუდის მოყვარულთათვის!!! ნატახტარის აქცია ლუდის მოყვარულთათვის!!! />


  17:21:02     07-10-2011

ნატახტარის აქცია ლუდის მოყვარულთათვის!!!

a11048.jpg

კომპანია "ნატახტარი" 8-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ლუდის მოყვარულებს ახალ აქციაზე იწვევს. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს 2 ბოთლ ქარვას (1.5), კასრს (1.5) ან ნატახტარს (2.5) საჩუქრად მიიღებს ნატახტარის მაისურს. აქცია მოქმედებს გუდვილისა (ვაკე, დიღომი) და პოპულის (მის: შარტავა #35/37, ვაჟას #2, პოპული GTC) ქსელებში 17:00-20:00 საათამდე.

სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ქარხანამ უმოკლეს ვადაში შეძლო პირველი პროდუქციის გამოშვება. მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ „თიბისი ბანკისა“ და EBRD-ის უპრეცენდენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.

2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, საერთაშორისო კორპორაცია Efes Breweries International, მან ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. იგი მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, აქიდან გამომდინარე მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის. პროდუქციის მიკრობიოლოგიური და ჰიგიენური უსაფრთხოების სრული გარანტია უახლოესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიაა.

საწარმოში ტარა იონიზირებული ჰაერით და ულტრაიისფერი სხივების საშუალებით სუფთავდება. პოლიეთილენის ბოთლები იფარება დამცავი გარსით, რაც პროდუქციის საშიში მინარევებისაგან დაცვას და შენახვის ხანგრძლივობას განაპირობებს. პროდუქციის ხარისხს კი უნიკალური თვისებებით გამორჩეული ნედლეული და ტექნიკური პერსონალის დახვეწილი ოსტატობა უზრუნველყოფს.

ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 60%-მდე წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის სამ ბრენდს (ნატახტარი, 3D [ტრიდე] და ეფესი), სამ ქვებრენდს(ნატახტარი კასრის, ნატახტარი ქარვა და ნატახტარი ექსტრა) და შვიდი დასახელების ლიმონათს.

0

ავტორი: