Forbes-მა შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სახელები დაასახელა Forbes-მა შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სახელები დაასახელა />


  11:12:39     07-10-2011

Forbes-მა შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სახელები დაასახელა

a11022.jpg

ჟურნალმა Forbes-მა შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი ქალბატონების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილს იკავებს ტელეწამყვანი ოპრა უინფრი. წელს მისი შემოსავალი 290 მილიონ დოლარს შეადგენდა. მეორე ადგილი წილად ხვდა მომღერალ ლედი გაგას, რომელიც გასულ წელს მეოთხე ადგილს იკავებდა.

ჟურნალის გამოთვლებით, გასული 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 1 მაისამდე ოპრამ გამოიმუშავა 290 მილიონი დოლარი. ხოლო მისი სრული ქონება 2,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. „400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის“ სიაში უინფრი 139-ე ადგილზეა. სამწუხაროდ, წელს ოპრამ იმაზე ნაკლები გამოიმუშავა, რამდენიც გასულ წელს. 2010 წელს მან 315 მილიონი დოლარი შემატა საკუთარ ბიუჯეტს.

ლედი გაგას წელს 90 მილიონი დოლარი მოუგროვდა. მესამე ადგილი ტელევარსკვლავმა ბეტანი ფრენკელმა დაიკავა, 55 მილიონი დოლარით.

0

ავტორი: