ყველის შნიცელი იტალიურად ყველის შნიცელი იტალიურად />


  09:53:36     05-10-2011

ყველის შნიცელი იტალიურად

a10923.jpg

მასალა:

 

ყველის 4 ნაჭერი (1 სმ სისქის)

1 ცალი კვერცხი

კუბიკების ფორმის ორცხობილა ("სუხარი")

დაჭრილი მწვანე ხახვი

1-2 ცალი პამიდორი

შესაწვავად საჭირო ცხიმი

 

ყველის ნაჭრები ამოვავლოთ კვერცხსა და სუხარში,  და შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში ორივე მხრიდან, ვწვათ მანამდე, სანამ მოოქროსფრო-ყავისფერ ფერს არ მიიღებს. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გავაფორმოთ პამიდვრის ნაჭრებით და სუფრაზე ისპანახთან და კარტოფილთან ერთად მივიტანოთ.

0

ავტორი: