მოხარშული კალმახი ნიგვზის საწებლით მოხარშული კალმახი ნიგვზის საწებლით />


  09:51:26     05-10-2011

მოხარშული კალმახი ნიგვზის საწებლით

a10921.jpg

მასალა:

 

კალმახი - 1 კილოგრამი

ნიგოზი - 200 გრამი

ნიორი - 2-3 კბილი

წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა

მარილი - გემოვნებით

 

კალმახი გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ ადუღებულ მარილწყალში და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ ქაფქირით და დავაწყოთ თეფშზე. ნიგოზი, მარილი, ნიორი ერთად დავნაყოთ, გავხსნათ წყალში (არაჟნის სისქის) და მივიტანოთ მოხარშულ გელაქნურთან ერთად.

0

ავტორი: