TK-X – იაპონიის შეიარაღებიდან TK-X – იაპონიის შეიარაღებიდან />


  11:16:03     04-10-2011

TK-X – იაპონიის შეიარაღებიდან

a10887.jpg

TK-X-ი არის იაპონური ძირითადი საბრძოლო ტანკის პროტოტიპი, რომელსაც Type 10-ადაც მოიხსენიებენ. უახლესი ძირითადი საბრძოლო ტანკის მასა გაცილებით ნაკლებია სხვა თანამედოვე ტანკებთან, მათ შორის იაპონურ Type 90-თან შედარებით. ტანკზე მუშაობისას მთავარი ყურადღება გამახვილებული იყო ტანკის დაცვის, მობილურობისა და საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდაზე.

ტანკის განვითარება 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. და მისი პირველი სახალხო ჩვენება 2008 წელს მოეწყო. ამჟამად შესაძლებელია TK-X-ი მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ძირითად საბრძოლო ტანკად მსოფლიოში. 2010 წელს იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა 13 ტანკის შესყიდვის შესახებ. განზრახულია, რომ TK-X-ით (Type 90-თან ერთად) მოხდეს მოძველებული Type 74-ების ჩანაცვლება.

ძირითადი საბრძოლო ტანკი TK-X-ი შეიარაღებულია 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომელიც წარმოებულია იაპონური Steel Works-ის მიერ. (ამავე კომპანიის მიერ ლიცენზიურად იწარმოება Rheinmetall 120-mm / L44 ქვემეხი, რომლითაც შეიარაღებულია ძირითადი საბრძოლო ტანკი Type 90). ქვემეხის დატენვა ავტომატური დამტენი მოწყობილეობის მეშვეობით ხდება.ეს ავტოდამტენი სისტემა არის გაცილებით მაღალი დონის, ვიდრე მისი წინა მოდელი. TK-X-ის ქვემეხი შეთავსებადია 120 მმ-იან NATO-ს სტანდარის ამუნიციასთან.

მეორადი შეიარაღების სახით ტანკზე დამონტაჟებულია 1x7.62 მმ-იანი შეწყვილებული და 1x12.7 მმ-იანი დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი.

ძირითადი საბრძოლო ტანკი TK-X-ი კონსტუირებულია ასიმეტრიული ომის მოთხოვნილებების შესაბამისად. მისი დაპროექტებისას უდიდესი ყურადღება გამახვილებული იყო ტანკის დაცვაზე RPG-ს ჭურვებისაგან. ტანკს აქვს დახრილი მოდულარული კერამიკულ-კომპოზიტური ჯავშანი, რომელიც Leopard 2A5-ის ჯავშნის მსგავსია, ხოლო გვერდითი პროფილი ძალიან გავს ფრანგულ ძირითად საბრძოლო ტანკ Leclerc-ს. ტანკის დაზიანებული ჯავშანი შესაძლებელია ადვილად ჩანაცვლდეს საბრძოლო პირობებშიც კი. ასევე ადვილადაა შესაძლებელი ტანკის დამატებითი ჯავშნის მოხსნაც, რაც მის წონას 40 ტონამდე ამცირებს და აადვილებს ტანკის ტრანსპორტირებას. TK-X-ზე ასევე დამონტაჟებულია NBC - ის დაცვისა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

უმაღლესი დონის ცეცხლის მართვის სისტემა შესაძლებლობას აძლევს ტანკს ზუსტი ცეცხლი გაუხსნას, როგორც უძრავ, ისე მოძრავ სამიზნეებს. TK-X-ის ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მეთაურის, მძღოლისა და მსროლელისაგან შედგება.

ტანკზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია V8 დიზელის ძრავა, რომელიც 1200 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ტანკის სიმძლავრის მასასთან შეფარდება 27ცხ.ძ./ტ-ს უდრის.

army.ge

0

ავტორი: