10:59:47     03-10-2011
ნატო ლიბიაში სამხედრო ოპერაციას დაასრულებს
„ინტერპრესიუსის“ ცნობით, მომავალ კვირას ნატო ლიბიაში სამხედრო ოპერაციას დაასრულებს, - ამის შესახებ ბრიუსელში, წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ , ამერიკის სამხედრო სარდლობის მეთაურმა აფრიკაში, გენერალმა კარტერ ჰემმა სააგენტო „ასოშეითედ პრესს“ განუცხადა.
„არ გვსურს ერთ ღამეში დავასრულოთ ყველაფერი. ჩვენი ძალები გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დარჩნენ ლიბიაში, რათა გარდამავალ საბჭოს დახმარება აღმოუჩინონ ისეთ საკითხებში, როგორიცაა საზღვრის დაცვა. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ამას თავად ხელისუფლება შეძლებს“, – განაცხადა გენერალმა.
მისი ინფორმაციით, ლიბიაში დარჩება ამერიკული უპილოტო საფრენი საშუალებები, თუმცა, საჰაერო დარტყმები აღარ განხორციელდება. კარეტერ ჰემის განცხადებით, აშშ ლიბიის უსაფრთხოების საკითხში მთავარ როლს აღარ თამაშობს.
სააგენტოს ცნობით, ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს.
0