SSPH-1 Primus - სინგაპურული თვითმავალი ჰაუბიცა SSPH-1 Primus - სინგაპურული თვითმავალი ჰაუბიცა />


  10:56:23     03-10-2011

SSPH-1 Primus - სინგაპურული თვითმავალი ჰაუბიცა

a10835.jpg

სინგაპურული 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა SSPH-1 Primus-ი დაფუძნებულია ამერიკული წარმოების M109 ტიპის 155 მმ-იან თვითმავალ ჰაუბაცის დიზაინზე, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული საარტილერიო სისტემა თავის კლასში. Primus-ზე მუშაობა 1996 წელს სინგაპურის შეიარაღებული ძალების მოთხოვნების გათვალისწინებით დაიწყო. მისი პირველი პროტოტიპის აგება 2000 წელს დასრულდა, ხოლო შეიარაღებაში 2004 წელს მიიღეს.

SSPH-1 30 ტონაზე ნაკლებს იწონის და ამ მახასითებლით მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა მისი კლასის თანამედროვე საარტილერიო სისტემებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა: M109A6 Paladin-ი და AS90 Braveheart-ი.

„პრიმუსი“ შეიარაღებულია 155 მმ-იანი L39 ტიპის ჰაუბიცით, რომელზედაც ნახევრად ავტომატური დატენვის სისტემაა დამონტჟებული. ნახევრად ავტომატური დატენვის სისტემა ჰაუბიცის ეკიპაჟის რაოდენობის 4 კაცამდე შემცირების საშუალებას იძლევა. SSPH-1 შეთავსებადია „ნატოს“ სტანდარტის 155 მმ-იან ამუნიციასთან. ჰაუბიცის სროლის მაქსიმალური სიშორე 30 კილომეტრს შეადგენს.

SSPH1 Primus-ის სროლის მაქსიმალური სისწრაფე წუთში 6 გასროლას უდრის. მას ასევე შეუძლია გაისროლოს 3 ჭურვი 20 წამში, სხვადასხა სიმაღლეზე სხვადასხვა ტრაექტორიით ისე, რომ ჭურვები სამიზნეს ერთსა და იმავე დროს დაეცეს, ანუ ის მოქმედებს „ისროლე და გაიქეცის“ პრინციპით. საარტილერიო სისტემის სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანას დაახლოებით 60 წამი ჭირდება, ხოლო საცეცხე პოზიციის დატოვებას ჰაუბიცა დაახლოებით 40 წამს ანდომებს.

„პრიმუსზე“ დამონტაჟებულია თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნის ზუსტად დაზიანების მაღალ ალბათობას. ჰაუბუცაზე ასევე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

საარტილერიო სისტემის ჯავშანი უზრუნველყოფს 7.62 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას.

SSPH-1 Primus-ზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია Detroit Diesel 6V92TA ტიპის დიზელის ძრავა, რომელიც 550 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ჰაუბიცის შასის მრავალი კომპონენტი Bionix-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანიდან არის გადმოტანილი. საარტილერიო სისტემის ტრანსპორტირება შესაძლებელია Airbus A400M-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.

Army.ge

0

ავტორი: