10:44:36     03-10-2011
აალტოს ლარნაკი - მინის ხელოვნება
აალტოს ლარნაკი, ასევე ცნობილი როგორც სავოის ლარნაკი, მსოფლიოში განთქმული მინის ჭურჭელია, შექმნილი ალვარ აალტოსა და მისი მეუღლე აინო მარსიოს მიერ.
აალტომ ის, თავდაპირველად, შექმნა კარულა-ლიტალას მინის ქარხნის მიერ, 1936 წელს გამოცხადებული დიზაინის კონკურსისთვის. დიზაინის იდეა სამის ტომი ქალის კაბის შთაგონებაა. პირველი ვაზა მინის ქარხანაში დამზადდა ხის თარგში, რომელიც შემდგომში ვაზას ნელი წვით შემოეცალა. ვაზა შემდგომში გამოფენილ იქნა 1937 წლის პარიზის მსოფლიო ექსპოზიციაზე.
სახელი „სავოის ლარნაკი“ მომდინარეობს მისი თავდაპირველი მფლობელისგან - სავოის რესტორნისგან ჰელსინკში, რომელმაც მის დიზაინზე უფლებაც შეისყიდა. თავად აალტოს ლარნაკისგან ფული არასდროს გაუკეთებია, ვინაიდან დიზაინი თავიდანვე, კონკურსის პირობების მიხედვით, მინის ქარხნის საკუთრება იყო.
დროთა განმავლობაში, ლარნაკი ფერთა თითქმის მთელ სპექტრში შეიქმნა. ლარნაკის ნატიფი სიმარტივე 21-ე საუკუნეშიც კი პოპულარობით სარგებლობს. ვაზის მცირე ზომის ვერსიები, ზუსტად ისეთი, როგორიც აალტომ შექმნა, შესამჩნევი ნაკერებითა და ოდნავ ამობურცული ძირით, ამჟამადაც იქმნება ლიტალას მინის ქარხანაში. შედარებით დიდ ვერსიებს მინის ნაერთები არ ეტყობა.
0