რიანას ახალი კლიპი სკანდალის მიზეზი გახდა რიანას ახალი კლიპი სკანდალის მიზეზი გახდა />


  10:41:04     03-10-2011

რიანას ახალი კლიპი სკანდალის მიზეზი გახდა

a10826.jpg

რიანამ თავისი ახალ სინგლზე მორიგი კლიპი გადაიღო. გადაღებების ადგილად კი ირლანდიაში, ერთ-ერთი ფერმა აირჩია. სექსუალური მომღერალი ამჯერად ქანთრის სტილში გამოეწყო, მაგრამ არც თამამი ჩაცმულობისგან შეუკავებია თავი. გადაღებების დროს გარშემო ტერიტორია სრულიად იყო პარალიზებული. შემთხვევით გამვლელი მძღოლები კი მანქანებს აჩერებდნენ, რათა პოპ-მომღერლის ნახვის შანსი არ გაეშვათ. ამის გამო უზარმაზარი საცობი შეიქმნა.

ეს ყველაფერი კი ისე მობეზრდა იმ მინდვრის მფლობელს, რომელზეც გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, რომ სასწრაფოდ მოითხოვა რიანა „დამქაშებთან“ ერთად იქაურობას გასცლოდა. მისი გაბრაზების მიზეზი ისიც გახდა, რომ მომღერალი ნახევრადშიშველი იღებდა კლიპს.

„ეს ყველაფერი ძალიან ამორალური მგონია. გადაღებები შევაჩერებინე და რიანას დაველაპარაკე, მგონია რომ მან მშვენივრად გამიგო. მე უბრალოდ, ჩემი მორალისა და მიწის დაცვას შევეცადე“, -აცხადებს ფერმერი.

როგორც ირკვევა, ფერმერს რიანას წარმომადგენლები სექტემბრის დასაწყისში დაუკავშირდნენ და ფერმის მიქირავება სთხოვეს. ფერმერი ისე დათანხმდა წინადადებას, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ იყო რიანა.

0

ავტორი: