09:59:13     30-09-2011
ხორცის გუფთები ნუშის სოუსში
მასალა:
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი
3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
½ ჭიქა ტომატ-პიურე
1 ½ ჭიქა წყალი
½ ჭიქა გასუფთავებული დანაყილი ნუში
1 კბილი ნიორი
3 ნაჭერი თეთრი პური
250 გრამი გატარებული ხორცი
250 გრამი დაჭრილი ხორცი
1 ცალი კვერცხი
1 ½ ჩაის კოვზი მარილი
¼ ჩაის კოვზი პილპილი
რძე
ხახვი შევბრაწოთ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ ტომატ-პიურე და წყალი, სუნელები და 20 წუთით დავდგათ მოსაშუშად დაბალ ცეცხლზე. დარჩენილ მცენარეულ ზეთში შევბრაწოთ ნუში, დანაყილი ნიორი და თეთრი პურის ნაჭერი. დავამატოთ მცირე რაოდენობის წყალი, შევურიოთ ზემოაღნიშნულ პროდუქტებს პიურეს სახით, დავამატოთ ხახვშერეული ტომატ-პიურე. რძეში დამბალი პურის ნაჭრები შევურიოთ ხორცს და კვერცხს, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავაკეთოთ პატარა ბურთულები, რომლებიც შემდეგ უნდა ჩავდოთ მდუღარე სოუსში და თავდახურული ვადუღოთ 20 წუთის განმავლობაში.
0