ირანი და აზერბაიჯანი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ ირანი და აზერბაიჯანი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ />


  12:04:54     15-10-2010

ირანი და აზერბაიჯანი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

a1594.jpg

ამა წლის 11 ოქტომბერს ირანის თავდაცვის მინისტრი გენერალი ახმად ვახიდი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სადაც  შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს. შეხვედრის მიზანი იყო კასპიის აუზში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების განხილვა.

ირანის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზანი ამასთან ერთად გახლდათ აზერბაიჯანთან სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება. გენერალ ახმად ვახიდის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის გენერალ–პოლკოვნიკ საფარ აბიევის შეხვედრაზე  განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ახალი სამხედრო თანამშრომლობის გეგმები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს ირანის მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას. მან კიდევ ერთხელ გაკიცხა დასავლეთი მათი დამოკიდებულების გამო ირანის მიმართ ბირთულ საკითხში.

ამასთან ირანის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა აზერბაიჯანთან დაკავშირებულ სამხედრო თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ ირანი არაერთხელ სთვაზობდა დახმარებას  მუსულმანურ ქვეყნებს სამხედრო სფეროში. მისი თქმით  თუ აზერბაიჯანი მიიღებს ამგვარ დახმარებას, ირანი მზადაა ამისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანმა ირანთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2005 წელს გააფორმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაფართოების მთავარი წინაპირობაა სტაბილურობის  შენარჩუნება რეგიონში, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი პრობლემად კვლავაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული  სომხეთის აგრესია რჩება, რაც სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკითაა გამოხატული.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა  სომხეთთან დაკავშირებით  მთავარ პრობლემად დაასახელა ის ფაქტი, რომ სომხეთი არაა აღიარებული როგორც ოკუპანტი ქვეყანა. მან ასევე დასძინა, რომ რიგი ქვეყნები, რომლებიც საუბრობენ აზერბაიჯანთან ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებზე სომხეთს უწევენ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას.

თავის მხრივ მისმა ირანელმა კოლეგამ დაადასტურა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა ისაუბრა რა ყარაბახის კონფლიქტზე და ეუთო მინსკის ჯგუფის მუშაობის არაეფექტურობაზე. მისი თქმით კონფლიქტი უნდა გადაწყდეს აზერბაიჯანის ტერიტორიული სუვერენტიტეტის ფარგლებში.

0

ავტორი: