გოგრის რულეტი გოგრის რულეტი />


  10:51:25     28-09-2011

გოგრის რულეტი

a10649.jpg

მასალა:

ცომისათვის:

500 გრამი ფქვილი

ცოტა მარილი

¼ ლიტრი წყალი

შიგთავსისათვის:

1 კილოგრამი გოგრის რბილობი

80 გრამი კარაქი

150 გრამი მარგარინი

250 გრამი შაქარი

½ ლიმონის ცედრა

1-1 ¼ ლიტრი რძე

6 ცალი კვერცხი

1 პაკეტი ვანილი

შაქრის პუდრა

მოვამზადოთ ფქვილი, მარილი, თბილი წყალი და მოვზილოთ არც ისე სქელი ცომი. დავყოთ ის 8 თანაბარ ნაწილად და გავაბრტყელოთ თითოეული ფირფიტა 3-4 მმ სისქეზე. თითოეული ფირფიტა მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაშროთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. შიგთავსისათვის გავაცხელოთ ნახევარი პორცია კარაქი. გოგრა გავხეხოთ სქელ სახეხზე, დავამატოთ 125 გრამი შაქარი, 1 ჭიქა რძე, რომელშიც წინასწარ უნდა გავხსნათ ვანილი. ყველაფერი შევდგათ მოსაშუშად და დროდადრო ვამატოთ ცოტა რძე. 1 ჭიქა რძე დავტოვოთ, როდესაც გოგრა მზად იქნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. კვერცხის გულები, დარჩენილი შაქარი და კარაქი, ასევე ლიმონის ცედრა, ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ გოგრას, შემდეგ კი დავამატოთ ცალკე, შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილა. შიგთავსი საშუალო სისქის უნდა იყოს, თუ საჭიროა შიგთავსს დავამატოთ ცოტა რძე.

0

ავტორი: