10:02:11     27-09-2011
ქათამი ლორით
მასალა:
200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი
200 გრამი მოხარშული ლორი
200 გრამი სოუსი ბეშამელი
2-3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
მარილი, პილპილი
1/3 ჩაის კოვზი გახეხილი ლიმონის ცედრა
ქათმის ხორცი და ლორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ სოუსი ბეშამელი და მოვაყაროთ მარილი. ცეცხლგამძლე ჭურჭელს წავუსვათ ცხიმი და მოვათავსოთ მასში მიღებული მასა. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 30 წუთით დავდგათ დაბალ ზომიერ ცეცხლზე. კერძი მზად იქნება, თუ ასანთის ღერის ჩარჭობისას ღერი მშრალი რჩება. მზა კერძი ფრთხილად გადმოვიღოთ ლანგარზე. ამ კერძთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილის პიურე და ტომატის სოუსი.
0