სიურეალისტი ლუის ბენუელი სიურეალისტი ლუის ბენუელი />


  14:12:44     26-09-2011

სიურეალისტი ლუის ბენუელი

a10541.jpg

ლუის ბუნუელი ესპანელი კინორეჟისორია, მოღვაწეობდა ესპანეთში, მექსიკასა და საფრანგეთში. დაიბადა არაგონულ ქალაქ კალანდაში (ტერუელის პროვინცია). 1907-1915 წლებში სწავლობდა იეზუიტურ კოლეჯში სარაგოსაში, 1917 წელს კი მადრიდის უნივერსიტეტში, სადაც დაუმეგობრდა სალვადორ დალისა და ფედერიკო გარსია ლარკოს.

1924-1927 წლებში პარიზში იღებდა მონაწილეობას "ავანგარდულ" მოძრაობაში, მუშაობდა რეჟისორ ეპშტეინის ასისტენტად. 1939 წელს ემიგრირებულ იქნა აშშ-ში, იყო მონტაჟიორი ჰოლივუდში, ნიუ-იორკში კინოგანყოფილების თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი.

1946 წელს გადავიდა მექსიკაში, სადაც გაიცნო პროდიუსერი ოსკარ დანსიჟე. მასთან ერთად გადაიღო ფილმი "დიდი კაზინო". სამი წლის შემდეგ, იგი იღებს მექსიკურ მოქალაქეობას. ბუნუელის მექსიკური პერიოდის ბოლო ფილმი იყო "სიმონ-მეუდაბნოე"

საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, ბუნუელი იწყებს თანამშრომლობას პროდიუსერ სერჟ ზილბერმანთან. საფრანგეთში მუშაობის პერიოდში მან შექმნა მისი ყველაზე ცნობილი სურათები. 1977 წელს მან გადაწყვიტა დაეწერა ავტობიოგრაფია, რომელიც მოიცავს ბუნუელის საინტერესო ცხოვრებას, მეგობრებსა და მის ოჯახს.

1934 წელს იგი დაქორწინდა ჟინ რაკარზე, პარიზში და მათი ქორწინება ბუნუელის ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა. მისი ვაჟიშვილები არიან - კინოპროდიუსერი რაფაელ ბუნუელი და ხუან ლუის ბუნუელი. მისი ფილმები სრულად დაფუძნებულია სიურეალიზმზე. ბუნუელს უფრო დიდხანს და მეტად სჯეროდა სიურეალიზმის ვიდრე სხვა სიურეალისტებს.

0

ავტორი: