10:55:34     26-09-2011
შემწვარი წიწილა სულგუნით
მასალა:
წიწილა
ერბო - 20 გრამი
სულგუნი - 100 გრამი
ბროწეული, მარილი - გემოვნებით
გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმოყრილი წიწილის მუცლის ღრუ გამოვტენოთ წვრილად დაჭრილი სულგუნით. გავკეროთ ძაფით, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შეწვის დროს ხანგამოშვებით წავუსვათ ერბოში არეული ბროწეულის წვენი. როცა მზად იქნება, ძაფები მოვაცილოთ, დავჭრათ და ისე მივიტანოთ სუფრაზე.
0