05:47:33     24-09-2011
პენსილვანიის მუსიკის აკადემია
მუსიკის აკადემია ფილადელფიაში, პენსილვანიაში, უძველესი ოპერის თეატრია აშშ-ში, რომელიც ამჟამადაც მისი თავდაპირველი მიზნებისთვის გამოიყენება. მრავალი წლის განმავლობაში ის ასევე ფილადელფიის ორკესტრის ბინა გახლდათ და მასში კვლავ ტარდება საორკესტრო კონცერტები.
შენობის მშენებლობა 1855 წელს დაიწყო და 1857 წლის 26 იანვარს, აკადემია დიდი ბალით გაიხსნა. ამ შენობაში შესრულებული პირველი ოპერა იყო დასავლეთ ნახევარსფეროში ვერდის "ილ ტროვატორეს" პრემიერა, იმავე წლის 25 თებერვალს. აკადემია მას შემდეგ მუდმივად ფუნქციონირებს, მასპინძლობდა რა მრავალ მსოფლიოში განთქმულ შემსრულებელს, დირიჟორსა და კომპოზიტორს.
სტანდარტული საოპერო და კლასიკური რეპერტუარის მრავალი ამერიკული პრემიერა მოწყობილა. შენობა გამოიყენება ასევე არასამუსიკო ღირსშესანიშნაობებისთვისაც -- გროვერ კლივლანდსა და რიჩარდ ნიქსონს მონაწილეობა მიუღიათ აქ გამართულ ოფიციალურ წვეულებებზე, ხოლო ალბერტ აინშტაინს კი ლექცია გაუმართავს.
დარბაზის დიზაინი ევროპის დიდი ოპერის სახლების მანერითაა შესრულებული, მოხატული ჭერითა და სამ იარუსიანი აივნით, რომელთაც არწივები და სხვა დეკორაციები ამშვენებს. დარბაზის სივრცეს დომინირებს ორნამენტებიანი პროსცენიუმი და უზარმაზარი ბროლის ჭაღი.
მიუხედავად იმისა, რომ სახელი, შესაძლოა, კონსერვატორიაზე მიუთითებდეს, აკადემიას რაიმე სახის სასწავლო პროგრამა ან ფაკულტეტი არ ჰქონია. თუმცა აქ ხშირად ჩატარებულა ხმისა და ინსტრუმენტალური კონკურსები, მათ შორის პავაროტის კონკურსი.
0