ხარჩო ხარჩო />


  11:18:21     18-10-2011

ხარჩო

a11385.jpg

მასალა:

 

ძროხის ხორცი  - 500 გრ

წყალი  - 2.5 ლ

ხახვი  - 3-4 თავი

ბრინჯი  - 120 გრ

ტყემალი  - 2 ს/კ

ნიგოზი  - 100 გრ

სუნელი  - 2 ჩ/კ

ნიორი  - 4-5 კბილი

ოხრახუში  - 1 კონა

გამხმარი ქინძი  - 1 ჩ/კ

შავი წიწაკა  - გემოვნებით

წითელი წიწაკა  - გემოვნებით

ფქვილი  - 1 ს/კ

დაფნის ფოთოლი  - 3 ცალი

ზაფრანა  - გემოვნებით

მომზადება

 

ძროხის ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაბალ გაზზე 2 საათი. სანამ ხორცი მოიხარშება, წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ ზეთში ფქვილთან ერთად. როცა ხორცი მოიხარშება, ამოვიღოთ თეფშზე, წვენი დავტოვოთ ქვაბში, დავამატოთ მარილი, გარეცხილი ბრინჯი და უკან ვდებთ ხორცს. ამის გარდა, ჩავდოთ ქვაბში მოშუშული ხახვი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა. ვხარშოთ 15 წუთი. ნიგოზი დავჭრათ და ჩავყაროთ წვენში. ვხარშოთ 5 წუთი, მერე ჩავასხათ ტყემალი, დავამატოთ ოხრახუში, სუნელი წითელი წიწაკა და ზაფრანა. ვხარშოთ კიდევ 5 წუთი. გადმოვდგათ წვენი გაზქურიდან და დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი. ხარჩო მზად არის.

 

"გურმანი"

0

ავტორი: