10:25:01     17-10-2011
ქათამი გოგრით და ქამა სოკოთი
მასალა:
ქათმის ფილე - 1 კგ
გოგრა - 350 გრ
ქამა სოკო - 300 გრ
ხახვი - 1 თავი
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მარილი - გემოვნებით
ნაღები - 200 მლ (20%)
ამ კერძს ძალიან უხდება გოგრა, ის ხდება წვნიანი და მოტკბო გემო დაჰკრავს. ამასთანავე, გოგრა ძალიან მარგებელია. გავასუფთავოთ სოკო, გოგრა დავჭრათ კუბიკებად დაახლოებით 2 სმ ზომაზე. დავჭრათ გოგრა ქამა სოკო დავჭრათ ოთხად. დავჭრათ სოკო ხახვი დავჭრათ წვრილად. შემდეგ დავჭრათ ხახვი. ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ქათამი შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე ზეთში 3-5 წუთის განმავლობაში, გადავდოთ ცალკე თეფშზე. იმავე ტაფაზე შევწვათ ხახვი 2-3 წუთის განმავლობაში. მოვშუშოთ ხახვი. მოშუშულ ხახვში ჩავდოთ ქამა სოკო, გოგრა და მოვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ შემწვარი ქათმის ფილე , ლიმონის წვენი და ნაღები, დავაყაროთ მარილი გემოვნებით. მივიყვანოთ ადუღებამდე და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით სანამ გოგრა არ დარბილდება. მირთმევის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
„გურმანი“
0