სალათა “მწვანე და თეთრი” სალათა “მწვანე და თეთრი” />


  10:51:23     15-10-2011

სალათა “მწვანე და თეთრი”

a11302.jpg

მასალა: ბროკოლი – 500 გრამი, შავი პილპილი – ნახევარი ჩაის კოვზი, დაჭრილი ნუში – 50 გრამი, ახალი შამპინიონი – 200 გრამი, დაჭრილი ქინძი – 1 ჩაის კოვზი, ნიორი – 1 კბილი, ბალახეულის ძმარი – 3 სუფრის კოვზი, სუნელები – გემოვნებით, მსხვილად დაფქული წიწაკა (თეთრი, შავი და წითელი) – 1 ჩაის კოვზი, შაქარი – 1 მწიკვი, მარილი – გემოვნებით.

 

ბროკოლი დავჭრათ და წიწაკასთან ერთად მოვხარშოთ 2 ლიტრ მარილიან წყალში, 8 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადავიტანოთ საწურზე და ცივი წყალი გადავავლოთ. ნუში მოვშუშოთ ცხიმის გარეშე, ოქროსფერის მიღებამდე. მომზადებული შამპინიონი მოვათავსოთ თეფშზე ბრიკოლთან ერთად და მოვაყაროთ ნუში. სოუსისთვის, ნიორი და ქინძი ერთად დავნაყოთ. ერთმანეთში ავურიოთ ძმარი, პილპილი, კარაქი, შაქარი და მარილი და შემდეგ დავამატოთ ქინძი და ნიორი. სოუსი მოვასხათ სალათას და 30 წუთი ცივ ადგილას გავაჩეროთ.
0

ავტორი: