შემწვარი ფაშვი კოწახურით შემწვარი ფაშვი კოწახურით />


  09:49:01     11-10-2011

შემწვარი ფაშვი კოწახურით

a11135.jpg

მასალა:

 

ფაშვი - 1 კილოგრამი

ხახვი - 4-5 თავი

გამხმარი კოწახური, პილპილი, მარილი - გემოვნებით

 

მოხარშული ფაშვი წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვათავსოთ ცხიმიან, ცხელ ტაფაზე და კარგად შევწვათ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი, კარგად ავურიოთ, ვშუშოთ კიდევ ხუთი წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. გამხმარი კოწახური კარგად დავნაყოთ, ავუროთ შემწვარ ფაშვში, მოვათავსოთ შესაფერ ჭურჭელზე და მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი (ან მწვანე ხახვი).

0

ავტორი: