11:51:58     10-10-2011
ავღანეთი: ათწლიანი ომი
ათი წლის წინ, 2001 წლის 7 სექტემბერს, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა ავღანეთში დაიწყეს ოპერაცია, სახელწოდებით, „შეუზღუდავი თავისუფლება“ და მრავალი დარტყმა მიაყენეს თალიბთა რეჟიმს. ავღანეთის ომის ამ ახალ თავში, ომისა, რომელიც არ მთავრდება უკვე 30 წელიწადია, ათასობით ადამიანი არაერთხელ აღმოჩენილა ორ ცეცხლს შუა.
დასავლეთის ჩარევიდან ათი წლის შემდეგ, არასამთავრობო ორგანოები ქვეყნის ჰუმანიტარულ სიტუაციაზე საუბრობენ. უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების არქონა, მათი აზრით, პრობლემის მთავარი გამომწვევი მიზეზია. ამასთანავე, ამ ათწლეულისთვის ჩვეულებრივი, რიგითი ტანჯვის წლების დარქმევა შეცდომა იქნებოდა. ქვეყანას სამომავლოდ ძალიან დიდი გზის გავლა მოუწევს, რათა გამოძვრეს დღეს არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან. ავღანელების გარკვეული ნაწილი კი მაინც აღნიშნავს, რომ 2001 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც თალიბების რეჟიმს ბოლო მოეღო, ქვეყანაში ცხოვრების პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
„ქაბულში მე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ყოველგვარი შიშის გარეშე შემიძლია ქუჩაში გასვლა, სამსახურში წასვლა და არ მექნება იმის გრძნობა, რომ რომელიმე მხრიდან ტყვია მომხვდება. ეს კი ცოტას არ ნიშნავს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ავღანელმა, რომელიც ქაბულში ცხოვრობს. „აქ საქმეები გაცილებით უკეთ მიმდინარეობს. განსხვავება 2001 წლამდე პერიოდთან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს! მაგრამ მე ვიცი, რომ ქვეყნის სხვა მხარეებში ყველაფერი ძალიან ცუდადაა“, - დასძინა მან.
დედაქალაქის კედლებს გარეთ, სიტუაცია ნამდვილად დაძაბულია. ამას ამტკიცებს სამხედრო მოქმედებების გაძლიერება კოალიციის ძალებსა და თალიბებს შორის, რომლებიც მეტად გააქტიურდნენ 2007 წლიდან. ისლამისტებს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იერიში ოფიციალურ სამიზნეებზე მიაქვთ. მაგალითად, მათ მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ტერაქტი განახორციელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე ქაბულში. თალიბების თავდასხმა და ნატოს დარტყმები, უამრავი სიცოცხლის შეწირვას განაპირობებს.
„განსაკუთრებით იმ ავღანელებზე ვღელავთ, რომლებიც ცეცხლის ხაზზე იმყოფებიან. გარემოება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მეტად საშიშია“, - განაცხადა სამხრეთ აზიის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჟაკ დე მაიომ. გაეროს მონაცემებით, 2011 წლის პირველ ნახევარში, 1460 მშვიდობიანო მოსახლე დაიღუპა.
უცხო ქვეყნის დახმარების მიღება, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავს.
უკანასკნელ წლებში, სიტუაცია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეტად სავალალო გახდა, თალიბების გამოსვლების გამო, რომელთა მიზანსაც, მშვიდობიანი მოსახლების შეშინება წარმოადგენს. გარკვეული რადიკალური დაჯგუფებები, ქვეყანაში ტერორის პოლიტიკას ატარებენ. გზავნიან მუქარის წერილებს, რათა ქალბატონებს არ მისცენ მუშაობის საშუალება, თავს ესხმიან სკოლებში მიმავალ ბავშვებს. და ეს ყველაფერი მაინც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 140 000 უცხოელი ჯარისკაცი იმყოფება. „რამდენიმე პროვინციაში მოსახლეობა ამბობს, რომ თალიბების წნეხის ეშინიათ. ისინი ემუქრებიან მათ, აიძულებენ მათ მხარეს გადასვლას“, - აღნიშნა ქაბულელმა პროფესორმა აზიზმა.
ეს სიტუაცია ჯანმრთელობის მოვლის საკითხებზეც აისახება. ავღანელების დიდი ნაწილი აღარ დადის სპეციალურად გახსნილ სამედიცინო პუნქტებში, რათა ამ ცენტრებზეც მიაქვთ იერიში ისლამისტებს. „მკურნალობის კურსის გავლა რომელიმე კლინიკაში, რომელიც ნატოს ეგიდით ფუნქციონირებს, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს“, - განაცხადა პროფესორმა აზიზმა.
ასეთ სიტუაციას უკავშირდება, ქვეყნის შიგნით გადაადგილების საკითხებიც. ერთი მხრივ, გზები დაკეტილია გამშვები პუნქტებით, მეორე მხრივ კი, ადამიანთა უდიდეს ნაწილს, უბრალოდ არ გააჩნია სახსრები, რომ დააფინანსოს ავადმყოფის გადაყვანა. ყოველივე წითელი ჯვრის მოხსენებაშია აღნიშნული.
ქალთა უფლებები
მიუხედავად ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სავალალო მდგომარეობისა, ქვეყანაში შეიმჩნევა პროგრესი სოციალურ სფეროში. კერძოდ კი ეს ეხება სასკოლო განათლებას, ვაჭრობის განვითარებას... და ქალბატონების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ათი წლის შემდეგ, რაც ავღანეთში დასავლეთის არმია გამოჩნდა, „სასკოლო მერხებთან დაახლოებით 2,7 მილიონი ავღანელი გოგონა ზის, განსხვავაებით, თალიბების რეჟიმისგან“, აღნიშნულია ერთ-ერთ მოხსენებაში. „რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ დღეისათვის სულ უფროდაუფრო მეტი გოგონა შეისაწვლის წერასა და კითხვას“.
გასარკვევია მხოლოდ ერთი: მიღებული რეზულტატები შენარჩუნდება და განვითარდება თუ არა, ქვეყნიდან უცხოელი ჯარისკაცების საბოლოო გაყვანის შემდეგ. წუხან უფლებათადამცველები. „უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელით. მაგრამ რა იქნება კიდევ ათი წლის შემდეგ?“ - აინტერესებს ერთ-ერთ უფლებათა დამცველს. მშვიდობიანი მოლაპარაკება, რომელის მიღწევასაც თალიბებთან ავღანეთის ხელისუფლება ცდილობს, მათში შიშს იწვევს.
„დარწმუნებით უნდა შევყურებდეთ მომავალს, - ამტკიცებს აზიზი, - ჩვენ კიდევ ბევრი რამის გადალახვა მოგვიწევს, ბევრი ინსტიტუტები უნდა შევქმნათ, მაგრამ ჩვენ სწორი გზით მივდივართ და მე უპირატესობას ვანიჭებ ოპტიმიზმს, რომლითაც მომავალს შევყურებ და ჩემი ქვეყნისთვის უკეთესს ვიმედოვნებ!“
0