09:52:59     05-10-2011
შინდის შეჭამანდი ნიგვზით (რაჭულად)
მასალა:
შინდის ჩურჩა - 300 გრამი
ხახვი - 2-3 თავი
ნიგოზი - 200 გრამი
სიმინდის ფქვილი - 2-3 სუფრის კოვზი
მწვანილი, მარილი - გემოვნებით
გარჩეული და სუფთად გარეცხილი შინდის ჩურჩა მოვათავსოთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. როდესაც ადუღდება ჩავამატოთ დაკეპილი ხახვი და შინდის წვენში გახსნილი სიმინდის ფქვილი. ათი წუთი დუღილის შემდეგ გადმოვდგათ და შევაზავოთ წმინდად დანაყილი ნიგოზით, ახალი ქინძჳთ, კამით, ოხრახუშით, მარილით. სუფრაზე მივიტანოთ ულუფის ღრმა ჭურჭლით ზემოდან მოვაყაროთ დაკეპილი ახალი კამა და ოხრახუში.
0