ნატოს სამხედრო სარდლობები ნატოს სამხედრო სარდლობები />


  11:15:21     04-10-2011

ნატოს სამხედრო სარდლობები

a10886.jpg

ნატო-ს ჰყავს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი მთავარ სარდლობა. პირველი ესაა მოკავშირეთა მთავარსარდლობა ევროპაში, რომლის სტაბ-ბინაც განთავსებულია მონსში (ბელგია). მეორე – მოკავშირეთა მთავარსარდლობა ტრანსპორმაციის დარგში, შტაბ-ბინით ნორფოლკში (ვირჯინია აშშ),

მოკავშირეთა მთავარსარდალი ევროპაში მეთაურობს მოკავშირეთა ოპერაციების სარდლობას, რომელიც ხელმძღვანელობს მოკავშირეთა მიერ გადაცემულ ძალებს. ის პასუხისმგებელია ნატოს ყველა სახმელეთო ოპერაციაზე მიუხედავათ მათი ადგილმდებარეობისა და ამავს დროულად არის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურიც.

მოკავშირეთა მთავარსარდალს ტრანსფორმაციის დარგში უაღრესად ფუნქციური როლი აკისრია. როგორც ტრანსპორმაციის დარგში მოკავშირეთა სარდლობის მეთაური ის პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო შესაძლებლობათა მიმდინარე ტრანსპორმაციის პროცეზზე. მისი პასუხისმგებლობა ორმაგია, რამდენადაც ის ასევე არის შეერტებული შტატების გაერთიანებული ძალების სარდალიც.

ადრე ორი სარდლობის პასუხისმგებლობის გამიჯვნა გეოგრაფიულ პრინციპზე იყო დაფუძვნებული. მოკავშირეთა მთავარსარდალი ევროპაში პასუხს აგებდა ოპერაციებზე ევროპაში, ხოლო მოკავშირეთა მთავარსარდალი ატლანტიკაში პასუხისმგებელი იყო ოპერაციებზე ატლანტიკის არეალში. სარდლობის ახალი სტრუქტურა დამტკიცდა პრაღის სამიტზე 2002 წლის ნოემბერში. ცვლილებები პასუხისმგებლობათა დარგში გამოხატავდა ნატოს მიერ აღებულ ვალდებილებას განევითარებინა თავდაცვითი შესაძლებლობები და აემაღლებინა მზადყოფნა ოპერაციებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

army.ge

0

ავტორი: