მწვანე ლობიო ეგვიპტურად მწვანე ლობიო ეგვიპტურად />


  10:39:40     03-10-2011

მწვანე ლობიო ეგვიპტურად

a10824.jpg

მასალა:

250 გრამი ნაზი მწვანე ლობიოს ღერები

1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1 თავი ხახვი

2-3 ცალი პამიდორი

2 სუფრის კოვზი ტომატის წვენი

მარილი, პილპილი

ცოტა შაქარი

1 ჩაის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი

ლობიოს ღერები გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, შედარებით მსხვილები გადავტეხოთ შუაზე. ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ ლობიო, თავდახურული ვშუშოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, ჭურჭელი ხშირად ვანჯღრიოთ. დავამატოთ ტომატის წვენი, სპეციები და ვშუშოთ ლობიო მზადყოფნამდე. მოშუშვამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ გასუფთავებული, ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. მოვასხათ ძმარი ან  ლიმონის წვენი. ცოტა ცანი გავაჩეროთ. სუფრაზე ცივი მივიტანოთ.

0

ავტორი: