12:09:39     30-09-2011
ირანი ამერიკის წყლებში გემებს გზავნის
ირანი ატლანტის ოკეანეში გემებს გაგზავნის. ამის შესახებ, ირანის სახელმწიფო სააგენტო, Islamic Republic News Agency (IRNA) იუწყება. გემები სპარსეთის ყურისა და ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ წყლებისკენ გაემართებიან. ეს კი ამერიკის შეერთებული შტატების გემების სპარსეთის ყურეში ყოფნის საპასუხოდ ხდება.
„ერაყის არმიის ფლოტი შეერთებული შტატების წყლებში სერიოზულ და მეტად ძლიერ დანაყოფს გაგზავნის“, - აღნიშნულია სააგაენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„იმის გამო, რომ ჩვენს წყლებში მსოფლიო სამხედრო ძალების ნაწილი იმყოფება, მაშინ ჩვენც შესაბამისი გზები უნდა მივიღოთ და ამერიკის შეერთებული შატატების წყლებში, საკუთარი ფლოტი და მეტად გამოცდილი მეზღვაურები უნდა გავგზავნოთ“, - განაცხადა კონტრადმირალმა, ჰიბიბოლა საირაიმ.
შეძლებენ თუ არა ირანის სამხედრო ძალები, ატლანტის ოკეანეში შეიარაღებული წინააღმდეგობის შექმნას? ამერიკის ოფიციალურ პირებს, განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ ირანის გეგმებზე, თუმცა პენტაგონმა ოთხშაბათს განცხადება გაავრცელა.
„ჩვენ არსებობის მანძილზე, ვინარჩუნებთ ჩვენი ზღვებისა და ოკეანეების თავისუფლებას, ირანის ფლოტს კი შეუძლია იცუროს იქ, სადაც სურს“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.
მიუხედავად კიბრის სიმშვიდისა, ირანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან მასშტაბური მუშაობა დაიწყო, ახალი რაკეტების შექმნაზე. რომლებიც სპეციალურად „გიგანტური სამხედრო გემების“ აღსაჭურვად იქნება განკუთვნილი.
რაკეტები სამხედრო-საზღვაო დანაყოფს გადაეცემათ, რომლებსაც ისლამური რევოლუციის მებრძოლთა კორპუსი შეადგენს. ისინი იარაღს, კასპიის ზღვის ირანის სანაპიროსა და ომანის ყურის დასაცავად გამოიყენებენ.
ივნისში, ირანმა ახალი რაკეტები გამოსცადა. ამ რაკეტებს შეუძლიათ მიაღწიონ შეერთებული შატტების ბაზებამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელში. სამხედრო სწავლებების, სახელწოდებით „მნიშვნელოვანი პროექტი 6“-ის დროს, ირანმა მინიმუმ 15 რაკეტა გაუშვა, მათ შორის, 9 განახლებული რაკეტა, „Zelzal“ და საშუალო და შორი მანძილისთვის განახლებული რაკეტები, „შაჰაბ-1“, „შაჰაბ-2“, „შაჰაბ-3“ და ასევე, „შაჰაბ-С“.
რაკეტებიდან რამდენიმეს, შეუძლია 1200 მილის მანძილზე ფრენა და მიაღწიოს ისრაელისა და აშშ-ს სამხედრო ბაზებამდე, ავღანეთშიც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი აშშ-სა და ისრაელს თავის მტრებად აცხადებს, ქვეყანამ განაცხადა, რომ რაკეტებს მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევაში გამოიყენებენ.
„ჩვენ შორი მანძილისთვის განკუთვნილი რაკეტების შესაქმნელად საჭირო სპეციალურ ტექნოლოგიას ვფლობთ, მაგარმ ჩვენ არ გვჭირდება რაკეტები, რომლებსაც 2 000 კილომეტრზე დიდ მანძილზე ფრენა შეუძლიათ და არც ვაპირებთ ასეთი იარაღის შექმნას... ირანულ რაკეტებს 2 000 კილომეტრამდე მანძილზე ფრენა შეუძლიათ და ამერიკული ბაზებისთვის ზიანის მისაყენებლად არიან შექმნილნი“, - განაცხადა გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ატომურ ენერგიასთან დაკავშირებით, ირანმა კვლავ უარი თქვა ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე.
ირანი ამ დროისათვის საკუთარ ინიციატივაზე, ატომურ საკითხებთან დაკავშირებით, მუშაობს. სამუშაოები ნელ-ნელა მიიწევს წინ. ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფერეიდუნ აბასიმ, საქმის წარუმატებლობაში შეერთებულ შატტებს დასდო ბრალი. აბასიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანელ სწავლულებსა და მეცნიერებს ხოცავენ.
გასულ ხუთშაბათს, ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა, რომელმაც მკაცრი სიტყვით მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოსა და სრულიად დასავლეთს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თებერვალში ირანმა მოლაპარაკებები არაბული ქვეყნების ნაწილთან გამართა. მოლაპარაკებების მიზანი კი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება და მოკავშირეების შეძენა გახლდათ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი-აკბარ სალეიმ, გასულ კვირას, ლიბიის გარდამავალი საბჭოს ლიდერს, მუსტაფა აბდულ-ჯალილ ტელეფონით მეამბოხეთა გამარჯვება მიულოცა. მან აბდულ-ჯალილი ირანშიც მიიწვია, რათა ლიბიასა და ირანს შორის ურთიერთობების გამტკიცება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ირანის რესპუბლიკა, ასევე, სახალხოდ უჭერდა მხარს ეგვიპტელ, ტუნისელ და ბაჰრეინელ ამბოხებულებსაც, ასევე, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადისაც მოუწოდებდა ამბოხებულებთან მოლაპარაკებებზე წასულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ დასახელებულ ფაქტს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. მეტად დაძაბულ უთანხმოებას, რომელიც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შატტებში დღითიდღე იზრდება, მთელი მსოფლიო აკვირდება.
0